რამდენი ხანია არ მომიწერია... ალბათ წელიწადი იქნება უკვე... შენ მობილური გაქვს და ან ყოველ კვირა ვლაპარაკობთ, ან მესიჯებს ვუგზავნით ერთმანეთს... წერილის წერა აღარ გამომდის... რა უნდა გითხრა ახალი... "აქ ისევ ის ცირკია"... არაფერი შეცვლილა... ისევ მიყვარს, ისევ ვუყვარვარ... ბედნიერი ვარ... თითქმის ყველაფერი მაქვს აქ... ერთადერთი რაც მძაფრად მაგრძნობინებს რომ "ტრაკის გაუნძრევლად" ცხოვრებაში არაფერი მოდის, შენ ხარ... ერთადერთი ამ ყველაფერში შენ მაკლიხარ... მინდა ხედავდე, როგორ კარგად ვარ... მინდა ამაყად გაგიღიმო, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვალ... ისეთი ღიმილით გაგიღიმო, რომელსაც სწორად მხოლოდ შენ გამიგებ... მინდა რამეზე ნერვები ამეშალოს და შენ მოკიდებული სიგარეტი მომაწოდო და საფერფლის მოსატანად გახვიდე სამზარეულოში... ეს ერთადერთი საქციელი იყო, რომელზეც მეღიმებოდა და ვწყნარდებოდი... მომენატრა, ის რომ შენ არასდროს მისწორებდი ქცევებს... უბრალოდ მანახებდი რა იყო უკეთესი... როცა მე მჭირდებოდა, ძმაკაცი იყავი... მომენატრა, ის რომ არასდროს გიყვარდა ნოტაციების კითხვა, ისე როგორც ეს სხვებს ჩვევიათ... მინდა აქ იყო და შენი თვალით ხედავდე, რომ მე საქმის კეთება შემიძლია, რომ მე ჩემი "ტრაკით" ვყიდულობ უკვე შენი ნაყიდი ბინისთვის ყველაფერს, რომ მე დამოუკიდებელი ვარ, ისეთი დამოუკიდებელი, როგორც შენ ყოველთვის გინდოდა, რომ ვყოფილიყავი... მინდა... ძალიან მინდა, რომ გითხრა: "დღეს ჩემთან გადმოდი, ყავა დავლიოთ, ვილაპარაკოთ..." მინდა, რომ მაშინ, როცა ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვიქნები, შენც ჩემს გვერდით იდგე... ვიცი, ცრემლი მოგადგება თვალებზე, მაგრამ არ იტირებ... უბრალოდ შენი გამოხედვიდან ვიგრძნობ რომ სიხარულისგან ტირი... ამას მხოლოდ მე ვიგრძნობ, ამის დანახვა მხოლოდ მე შემიძლია... მინდა, მოგიყვე რა კარგ ადამიანთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას... მინდა, საკუთარი თვალით ნახო და დარწმუნდე, როგორ ვუყვარვარ მასაც... მინდა, ისევ იჯდე ჩემს უკან, როცა ვუკრავ, უბრალოდ მისმენდე და როცა რაღაც შემეშლება, მხოლოდ გამიღიმო...
მომენატრე... მალე ჩამოდი რა, დედა.
წერილი...
Thursday, December 13, 2007
Posted by Spieler at 2:45 AM 0 comments
Labels: დღიური
